დევიანტობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დევიანტობა - (deviance), ზოგადი მნიშვნელობებით – ქცევის ფორმა, სოციალურ ჯგუფში მიღებული ნორმებიდან საგრძნობლად გადახრილი.
უფრო ვიწრო მნიშვნელობით ტერმინი შეიძლება იყოს ნეიტრალური და აღნიშნავდეს სტატისტიკურად იშვიათ მოვლენას, ასევე, შეიძლება ჰქონდეს სოციალური მნიშვნელობა, მაგ.: წესების დარღვევა, გასაკიცხი და სტიგმატიზირებული ქცევა, ან საზოგადოებაში მარგინალური როლების მიღება.