დევისი ჯონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ დევისი

ჯონ დევისი – (ინგლ. John Davis, 1550-1695 წ.წ.), ინგლისელი, არქტიკის ცნობილი მკვლევარი.

თავისი პირველი ექსპედიციის დროს (1585 წ.) ჩოდილო-დასავლეთის გასასვლელის საძებრად ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანეში, მან მიაღწია გრენლანდიას, დაეშვა სამხრეთით, შემოუარა ფერუელის კონცხს და წავიდა ჩრდილო-დასავლეთით, მაგრამ იძულებული შეიქნა დაბრუნებულიყო გზიდან. 1586-1587 წ.წ. დევისმა კვლავ უშედეგოდ ეცადა გასულიყო ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელით. 1587 წ. სრუტით, რომელსაც მისი სახელი ეწოდა, მიაღწია ჩ. ს. 73°-მდე; 1591 წ. დევისი ხელახლა შეეცადა გასულიყო ჩრდილო-დასავლეთის გასასვლელით, მაგრამ უკვე წყნარი ოკეანიდან ატლანტის ოკეანეში. ამ მოგზაურობის დროს მან აღმოაჩინა ფალკლენდის კუნძულები.



წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები