დეზურა მაღალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Delph.PNG

დეზურა მაღალი — Delphinium elatum მიეკუთვნება „ბაიასებრთა" —Ranunculaceae-ს ოჯახს. დეზურა მრავალწლიანი ბალახოვანი 80 სმ-დან 40 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა. ფესურები მოკლეა, ფუნჯა მონაცრისფრო-მოყავისფრო საიდანაც გამოდის 20-მდე კარგად განვითარებული ყლორტი. ის შიშველი ან (ზემოდან და ქვემოდან) ბუსუსებიანია, ფოთლები მომრგვალ ან მომრგვალო გულისებრი, რომლებიც მორიგეობით არიან განლაგებულნი. ყლორტები მთავრდება ფუნჯისებრი ყვავილედით, მტევანი ფშარია, ქვედა ნაწილში დატოტვილი; ყვავილები ზიგომორფულია, ჯამფოთოლი ხუთი, ცისფერი, ჯამის ზედა ფურცელი წაგრძელებულღრუიან დეზისებურად. გვირგვინის ფურცლები შავია, ჯამის ფურცლებზე ორჯერ პატარა. თესლები სამკუთხა სიგძით 2,5 მმ გვხვდება მეჩხერ ტყეებში, მინდორში, მაღალბალახიან საძოვრებზე.

გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში, კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში. დეზურა მაღალი, ძლიერ შხამიანი მცენარეა; განსაკუთრებით შხამიანია ფესვები, ფესურები, ყვავილები და თესლები, მცენარე შეიცავს ალკალოიდებს, რომლის შემცველობაც ფესვებში 4%-მდეა, თესლებში – 2,5%, ბალახში — 1,38 %. ალკალოიდებიდან მწერების მიმართ ყველაზე ტოქსიკური ელატინია, რომლის შემცველობაც მცენარის მშრალი წონის 0,03–0,04 % -ს შეადგენს. ალკალოიდები ღეროში დიდი რაოდენობითაა დასაწყისში, ფოთლებში მისი რაოდენობა მატულობს ყვავილობის დაწყებამდე, შემდეგ კი თანდათანობით მცირდება.

დეზურას ფოთლებს, ღეროებს ყვავილობის დაწყებისას აგროვებენ, მოუმწიფებელ თესლებს (კოლოფებთან ერთად), ფესურებსა და ფესვებს ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით, დეზურას დეკორატიული ფორები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ინსექტიციდური ნედლეული. ამისათეის მას ჭრიან აკოკრების დასაწყისში. მცენარე სწრაფად იზრდება, ყვავილობს შედარებით გვიან. დეკორატიული დეზურას დაყვავილების შემდეგ და თესლების შეგროვებისას აჭრიან თითქმის ვეგეტაციადამთავრებულ ღეროებს და იყენებენ კომპოსტის სახით. ახალგაზრდა ყლორტებს იღებენ წაყინვების დაწყებამდე და აშრობენ მშრალ შენობაში. დეზურა მაღალის კულტივირება შეიძლება მეურნეობაში.

იგი მოსავალს რამდენიმე წელიწადში იძლევა და ყოველწლიურად მოჭრილი ბალახი კარგი ინსექტიციდერი ნედლეულია. დეზურა მაღლისათვის უნდა შეირჩეს ნოყიერი ნიადაგი, მძიმე თიხნარ ნიადაგებში საჭიროა დაემატოს ტორფი ან სილა. სასურველია თესლი დაითესოს დაზამთრების წინ, აღმონაცენი კი კარგად იტანს ყინვებს. თესლს თესვის წინ 30 დღის განმავლობაში უტარდება სტრატიფიკაცია +2, +5° ტემპერატურაზე. თესვის ნორმა 3 კგ-ია ჰექტარზე, რიგთაშორისებში მანძილი უნდა იყოს 60 სმ, კვადრატულ-ბუდობრივად თესვის შემთხვევაში (60 სმ X60 სმ) ნორმა 1 კ2/ჰა-ზე. დეზურა მაღალი თესვის პირველ წელს ივითარებს 60 სმ სიგრძის შეფოთლილ ღეროებს, ყვავილობა იშვიათია, შემდგომ წლები კი ივნისში მასობრივი ყვავილობა მიმდინარეობს.

დეზურა მაღალს იყენებენ ხალხურ მედიცინაში, ვეტერინარიაში ადამიანისა და შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, ასევე ბუზებისა და ტარაკანების წინააღმდეგ. მასვე იყენებენ ყვავილნარების შესაქმნელად დეკორატიულ მეყვავილეობაში.

დეზურა მაღალი მცენარეთა დაცვაში ფხვნილის, ნაყენისა და ნახარშის სახითაა გამოყენებული, შესაფრქვევად იყენებენ (სხვა სახეობასაც) შმრალ ნედლეულს, რომელსაც ფქვავენ წმინდა ფხვნილის სახით, შესასხურებლად კი 10 ლიტრ წყალში ორი დღე-ღამის განმავლობაში ათავსებენ მსხვილად დაქუცმაცებულ 400 გ თესლს ან 1 კგ გამომშრალ მწვანე მასას ან 100 გ ფესვებს. ასეთივე შეფარდებით შეიძლება დამზადდეს ნახარშიც, ხარშვა მიმდინარეობს 1—2 საათს, შემდეგ აყოვნებენ 10–12 საათის განმავლობაში. ნახარში და ნაყენი კარგად უნდა გამოიწუროს და გაიფილტროს. ნაყენი მზადდება გამოყენების წინ, ნახარში კი შეიძლება დამზადდეს ადრე, რომელიც ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში, ბნელ შენობაში შენახვისას ტოქსიკურობას ინარჩუნებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში.

დეზურისაგან დამზადებული ფხვნილი, ნაყენი და ნახარში ხასიათდება კონტაქტური და შინაგანი მოქმედების თვისებით, ეფექტურია რგოლური პარკხვევიას, კუნელის თეთრულას, ოქროკუდას, ჩრჩილის, კომბოსტოსა და ბოლოკის თეთრულას, კომბოსტოს ხვატარის, ხერხიების, ფოთოლმღრღნელი ხოჭოების მატლების წინააღმდეგ. კარგი შედეგია მიღებული ვაშლის ღიღველას წინააღმდეგ. ბალახის ნაყენის მცირე კონცენტრაციაც (0,5 კგ გამომშრალი მწვანე მასა 10 ლიტრი წყალი) კი იწვევს რგოლური პარკხვევიას მე-2 და მე-4 ხნოვანების, ხერხიების მატლების 98—100% სიკვდილიანობას.

დეზურას ფხვნილი, ნაყენი და ნახარში აღნიშნული ნორმებით შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ შინაური ცხოველების პარაზიტების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ცხოველებმა არ ალოკონ დეზურას ფხვნილი.

წყარო

პესტიციდური აქტივობის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები