დეკანოზიშვილი ნუციკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეკანოზიშვილი ნუციკო – (1973), პოეტი. ნამდვილი სახელი და გვარი – ნინო გოგიაშვილი. დაიბადა თელავში. არის თელავის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექსმცოდნეობასა და ლიტერატურის თეორიაში კითხულობს ლექციებს. გამოცემული აქვს კრებულები: „ამინდები ბის-ზე”, „ნამსხვრევები” (2012).
- საგაზაფხულო აღსარება
- ჩემს უსაყვარლეს იღუმენია იოანას!
- მოვედი, დედაო,
- მხდალი და ფერმკრთალი,
- მიწის ღონიერმა მეწყერმა წამიღო...
- ბავშვივით წრფელი ვარ და მაინც ვერაგი,
- თქვენ უნდა გამიგოთ!
- ვევნები...
- ღიმილს კი ვერაფრით ვივიწყებ,
- მაგიჟებს აპრილის საღამოს სუნთქვა,
- ტალანდოს რაკუნში მაცხოვარს ვუღიმი,
- იქნებ მიშველოთ და
- გამიგოთ უნდა...
- გაზაფხულს მოვყევი კაბების ფრიალით,
- გზადაგზა დაღვრილი აპრილი ვაგროვე,
- მინდვრის ყვავილებით ოცნება შევკონე
- და ისიც მაცხოვრის ფეხებთან დავტოვე...
- ჩემს სულს რა ვუთხარი,
- დედაო, გული კი,
- საშინლად ლამაზი ცოდვისთვის მაქეზებს...
- თქვენს ძაძებს ვემთხვევი
- და ხელებს გიკოცნით,
- უნდა მაპატიოთ, დედაო!
- გაგენდეთ...