დეკომპენსირებული ტონზილიტების გართულებები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეკომპენსირებული ტონზილიტების გართულებები — ძირითადი გართულებები შორეული ლოკალიზაციის ფოკალური ასეპტიკური გართულებებია, რომლის ჩამრთველი მექანიზმი გლანდის სტრეპტოკოკული ინფექციაა. ეს იმუნური მექანიზმია.მისი აღმოჩენა ორ შემთხვევაში ხდება:

— ნეფროლოგიური და რევმატიული პრობლემების დროს, რომლის პრევენცია დროზე დასმული სტრეპტოკოკული ანგინების დიაგნოზია;
— თერაპევტის მოთხოვნით, უცნობი ეტიოლოგიის კლინიკური ნიშნების არსებობის გამო, ORL კონსულტაცია სტრეპტოოკული კერის აღმოსაჩენად;

ნეფროლოგიური და რევმატიული პრობლემები

ასეთი გართულებები 3-4 წლამდე არ გვხვდება, თუმცა ზედა ასაკობრივი ლიმიტი არ აქვს. ადეკვატური ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე, მათი რიცხვი მიზერულია.

კლინიკურად, მათი გამოვლენა ხდება ანგინის მწვავე პერიოდიდან 3-4 კვირაში და არანაირი კავშირი არ აქვს ანგინის ინტენსივობასთან.

რევმატიული პრობლემები ძალიან იშვიათია 40 წლის მერე, თუმცა ნეფროლოგიურ, კერძოდ კი გლომერულონეფრიტებს, ასაკობრივი ლიმიტი არ გააჩნიათ და ანგინის ანტიბიოტიკოთერაპიასთან არანაირ კავშირში არ არიან.

კლასიკური, მწვავე სახსროვანი რევმატიზმი ძალიან იშვიათი გართულებაა. უფრო ხშირია კარდიოლოგიურ-რევმატიული პათოლოგიები. ერთი რევმატიული შემთხვევის შემდეგ, რეციდივის საშიშროება ორმაგდება და ამიტომ აუცილებელია მუდმივი კონტროლი ნებისმიერი ფარინგიტის შემთხვევაში.

მწვავე გლომერულონეფრიტი უფრო ხშირია ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკის ინფექციების დროს. მისი განვითარება ძალიან სწრაფია. გამოიხატება ჰემატურიით, ოლიგურიით და შეშუპებით. ასევე, შესაძლოა ნევრალგიებიც. ჰიპერტენზია და ზოგადი მდგომარეობის დამძიმება ამ დროს ჩვეული მოვლენა გახლავთ. ასეთი მდგომარეობა, უკვე კარგი დინამიკით მიმდინარე ანგინის დროს, მიუთითებს ნეფროლოგიური გართულების არსებობაზე. პროგნოზი, უმეტესწილად, კარგია. პრაქტიკაში ხშირია Berger-ის IgA დამოკიდებული გლომერულონეფრიტი, რომლის გამოვლინება ანგინის ყოველი ახალი შემთხვევისას გვხვდება.

უცნობი ეტიოლოგიის კლინიკური ნიშნების გამო, ORL სტრეპტოკოკული ინფექციის კვლევა ხდება შემდეგი ნიშნების არსებობისას:

— აუხსნელი სიცხიანობა;
— ლატენტურად მიმდინარე რევმატიზმები;
— დერმატიტები;
— უვეიტები;
— მწვავე გლომერულონეფრიტები;

ასეთი სტრეპტოკოკული კერების არსებობა, უმეტესწილად, ტონზილებში გვხვდება და, მხოლოდ უნიკალურ შემთხვევებში, სინუსებში. ამიტომ ჩვენი პირველი სამიზნეა გლანდები.

დენტალური სტრეპტოკოკული კერები უფრო ხშირია და შესაძლებელია თან სდევდეს მცირე აპიკალურ გრანულომებსაც.

მკურნალობა

ამ კერების მოსპობა ანუ, ტონზილიტების დროს ტონზილექტომია და დენტალური პრობლემის დროს – სტომატოლოგის ჩარევა.

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები