დელ ტორო გილერმო
გილერმო დელ ტორო გომესი – დაიბადა 1964 წლის 9 ოქტომბერს, გვადალახარა, ხალისკო, მექსიკა – მექსიკელი საკულტო კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდუსერი, მწერალი. 2018 წლის პრემია „ოსკარის” ორგზის ლაურეატი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისა და საუკეთესო ფილმისთვის „წყლის ფორმა”.
ფილმების წარმოებით დელ ტორო ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში დაინტერესდა. მოგვიანებით, გრიმისა და ეფექტების შექმნას სწავლობდა. დაახლოებით, ათი წელი იმუშავა გრიმიორად, 1980-იანი წლების დასაწყისში სპეცეფექტების წარმოების საკუთარი საპროდუსერო კომპანია „ნეკროპია” შექმნა. საპროდუსერო საქმიანობასთან ერთდროულად მექსიკურ ტელეპროგრამებზეც მუშაობდა რეჟისორად. იყო გვადალახარაში მექსიკური კინოფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
პირველ წარმატებას სადებიუტო „ქრონოსით” (1993 წელი) მიაღწია, რომელმაც მექსიკური კინოაკადემიის ცხრა ჯილდო მიიღო. ამ წარმატების წყალობით, პირველ ჰოლივუდურ ფილმ „მუტანტებს” (1997 წელი) ქმნის.
გილერმო დელ ტოროს კინონამუშევრების გამასხვავებელმა ნიშნებმა – ოსტატურად შერჩეულმა სახვითმა რიგმა, მარჯვედ შექმნილმა მძიმე ატმოსფერომ, არათვალნათლივმა სიუჟეტებმა და გზავნილებმა – რეჟისორი მისტიკური ჟანრის კინემატოგრაფის აღიარებულ ოსტატად აქციეს
ფილმოგრაფია და ჯილდოები:
- 1993 – „ქრონოსი” (კანის სკფ, კომპანია Mercedes-Benz-ის პრიზი)
- 1997 – „მუტანტები”
- 2001 – „ეშმაკის მთაგრეხილი”
- 2002 – „ბლეიდი 2”
- 2004 – „ჰელბოი”
- 2006 – „ფავნის ლაბირინთი” (ესპანეთის კინოაკადემიის ეროვნული პრემია „გოია” (Los premios Goya) საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის; ბრიტანული კინოაკადემია BAFTA-ას პრემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის)
- 2008 – „ჰელბოი 2: ოქროს არმია”
- 2013 – „წყნარი ოკეანის ზღვარი”
- 2014-2017 – „შტამი” (სერიალი)
- 2015 – „მეწამული პიკი”
- 2017 – „წყლის ფორმა” (ვენეციის სკფ, „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი” საუკეთესო ფილმისთვის, პრემია Future Film
- Festival Digital Award; ბრიტანული კინოაკადემია FTA, დევიდ ლინის სახელობის პრემია მიღწევებისთვის რეჟისურაში; პრემია „ოქროს გლობუსი” საუკეთესო რეჟისორს; პრემია „ოსკარი” საუკეთესო ფილმს, საუკეთესო რეჟისორს).
და სხვ.