დემენცია ბოქსიორთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„დემენცია ბოქსიორთა“ - (ლათ. dementia pugilistica) მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და პიროვნული ცვლილებები, განვითარებული თავის ტვინის განმეორებითი შერყევების შედეგად, მაგ.: ბოქსიორებში. შესაძლოა გამოვლინდეს ნათხემის, პირამიდული და ექსტრაპირამიდული სიმპტომები თანდართული ნეირომორფოლოგიური ცვლილებებით სეპტალურ მიდამოში, საფეთქლის მედიალური ნაწილის რუხ ნივთიერებაში, ნათხემში, „შავ“ გამტარ გზებში.