დემეტრე II (აფხაზთა მეფე)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემეტრე II – აფხაზთა – დასავლეთ საქართველოს მეფე 825-861. ლეონ II-ის ძე. ებრძოდა დასავლეთ საქართველოში შემოჭრილ ბიზანტიელებსა და არაბებს. დემეტრე II წარმატებით ებრძოდა ბიზანტიელებს, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი გავლენა კვლავ აღედგინათ დასავლეთ საქართველოზე. ბიზანტიური წყაროების ცნობებით მათ სამჯერ ილაშქრეს აფხაზეთში დემეტრეს მეფობის დროს, მაგრამ სამჯერვე დამარცხდნენ. განსაკუთრებით მძიმე იყო ბიზანტიელთა მესამე მარცხი. როდესაც 40 ათასამდე მეომარი დაკარგეს. ამის შემდგომ ასეთი მსხვილი ლაშქრობების მოწყობა ბიზანტიელებს აღარ უცდიათ. დემეტრე ებრძოდა საქართველოში შემოჭრილ ბუღა-თურქს (853), იგი, როგორც ჩანს, დამარცხდა არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ დემეტრეს შემდგომში არ შეუწყვეტია ბრძოლა ქართლში გაბატონებისათვის.

დემეტრე II-ის უშუალო ხელმძღვანელობით ხდება აფხაზეთის ეკლესიის რეფორმაცია და ამასთან დაკავშირებული ღონისძიებანი მისი ნაციონალიზაციისათვის (აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ტახტთან შეერთებისათვის).

მისი მეფობის დროს აფხაზეთის სამეფოში არსდება ქართული სავანეები, მონასტრები. დემეტრეს კულტურული მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაძლევს გიორგი მერჩულე. მისი ცნობით დემეტრე დიდ დახმარებას უწევდა ქართული სავანეების მშენებლობაში გრიგოლ ხანძთელს. მას 826 წლის ახლო ხანებში დემეტრეს პირადი ინიციატივით დაუარსებია აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ერთ-ერთი ქართული სავანე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები