დემობილიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დემობილიზაცია(ფრანგული demobilisation de თავსართი, აღნიშნავს გაუქმებას, შეწყვეტას და mobiliser – ამოძრავება), ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და ეკონომიკის გადაყვანა საომარი მდგომარეობიდან მშვიდობიანზე; მობილიზაციის საპირისპირო პროცესი. ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით. გულისხმობს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას, სამხედრო წარმოების შეკვეცას, შრომითი და საფინანსო რესურსების გადანაწილებას; ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, სამეცნიერო ორგანიზაციების მუშაობის გარდაქმნას და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები