დემოთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემოთი – ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბისხევის ხეობაში, სოფელ ქვაბისხევის ჩრდილოეთით 3 კმ მანძილზე. შემორჩენილია მარიამწმინდის სამნავიანი ბაზილიკა და დემოთის ციხე. ეკლესიაში (IX ს.) კედლის მხატვრობის ფრაგმენტებია, სადაც გამოსახულია ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი, ზედ მინაწერია: „შოთა“ და „იაჲ“, რასაც უკავშირებენ შოთა რუსთაველის სახელს.