დემონოპოლიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემონოპოლიზაცია - (demonopolization) - სახელმწიფო პოლიტიკა, მიმართული წარმოების მონოპოლიზებული სტრუქტურის წინააღმდეგ და კონკურენციის განვითარებისაკენ. ხორციელდება საკანონმდებლო ღონისძიებების საფუძველზე და თანაბარ პირობებს ქმნის საკუთრების სხვადასხვა ფორმისათვის. დემონოპოლიზაცია განაპირობებს მეწარმეთა რაოდენობის ზრდას, კონკურენციის განვითარების ხელშემშლელი მიზეზების აღმოფხვრას.