დემპინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დემპინგი - (dumping), (ინგლ. ჩამოგდება, ჩამოშვება), საქონლის ექსპორტი ხელოვნურად შემცირებული ფასით (საშუალო საბაზრო დონეზე ბევრად იაფად), პოტენციური კონკურენტების შევიწროებისა და ბაზრის დაპყრობის მიზნით. დემპინგის წინააღმდეგ იყენებენ სპეციალურ საბაჟო გადასახადს.