დემურია მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ დემურია (ივანიშვილი)

დემურია (ივანიშვილი) მარიამ – (1860-1910), პროზაიკოსი, თეატრალი, ჟურნალისტი. „ნაკადულის“ დამაარსებელი (1904) და მისი პირველი რედაქტორი.

თბილისის სამეანო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ჩაბმული იყო საზოგადოებრივსა და ლიტერატურულ საქმიანობაში, მხარში ედგა თბილისის სახალხო თეატრს, ბიბლიოთეკა-სამკითხველოებისა და სხკა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მუშაობას. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა გასული საუკუნის 90-იან წლებში. იმდროინდელ პრესაში აქვეყნებდა წერილებს, საბავშვო მოთხრობებს (ორიგინალურსა თუ ნათარგმნს), პიესებს. დღესაც პოპულარულია მისი „შალვა და თამრო“, „ორი მეგობარი“, „არჩილის და ლევანის პირველი შობის ხე“, „მხერხავი ლექსო“, „მერცხლობანა“, „ბატონყმობის დროის ამბავი“.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები