დენუდაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დენუდაცია (ლათ. denudatio გაშიშვლება) – დედამიწის ზედაპირის ხანგრძლივი ფიზიკურ-ქიმიური პროცესი, რომელსაც, როგორც წესი, მოჰყვება ხმელეთის ამა თუ იმ მონაკვეთის მეტნაკლებად მოსწორება. დენუდაცია ქანების გამოფიტვის პროდუქტების ჩამორეცხვა და გადაადგილებაა წყლის, ქარის, ყინულის ან უშუალოდ სიმძიმის ძალის ზეგავლენით, დედამიწის ზედაპირის დადაბლებული ადგილებისკენ. მის ტემპსა და ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს ტექტონიკური მოძრაობა და დედამიწის ზედაპირული ძალები (ეგზოგენური პროცესები). სიმძიმის ძალის ზემოქმედების შედეგად მთის ციცაბო კალთებიდან ცვივა მცირე ზომის ნატეხი ქანები, რომელსაც ხშირად ერთვის ზვავი. შემდეგ მყინვარებს გადააქვთ ნატეხები ზემოდან ქვემოთ. ზღვისა და ტბის ტალღებიც ხშირად ახდენენ სანაპიროს წარეცხვას (აბრაზია). დედამიწის უსწორმასწოროებანი განიცდის ასევე მუდმივი ან დროებითი ნაკადების გავლენას, ხოლო წვიმის წყალი ახდენს მთის ფერდობების წარეცხვას (ეროზია). ამის შედეგად მთის ნაწილები დაბლდება, ხოლო დადაბლებები ივსება. ფართო გაგებით ყველა ამ პროცესს დენუდაცია ეწოდება. ვიწრო გაგებით, დენუდაცია გამოფიტული მასალის ზედაპირული წარეცხვაა. ხანგრძლივი დენუდაციის შედეგად მთიანი მხარეები შესაძლოა გადაიქცეს ტალღოვან დენუდაციურ ვაკედ (პენეპლენად).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები