დეპრესიული პიროვნული აშლილობა
დეპრესიული პიროვნული აშლილობის დროს აღინიშნება პერსისტენტული დაწეული გუნებ-განწყობა, პესიმისტური დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და ცუდის მოლოდინი. პიროვნება დარდობს თავისი პრობლემების გამო და ზედმეტად ნერვიულობს. ასეთ ადამიანებს ხშირად ახასიათებს მკვეთრად გამოხატული პასუხისმგებლობის გრძნობა. მათ ნაკლებად შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება და გამოთქვამენ უკმაყოფილებას საკუთარი ცხოვრებით. ზოგი ადვილად ღიზიანდება და მძიმე ხასიათი აქვს.
ჰიპოთიმური პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, მხიარულები და ოპტიმისტურები არიან, გამოირჩევიან ენერგიულობით. თუ მათ ეს თვისებები ზომიერად ახასიათებთ, ისინი ხშირად ეფექტურ და წარმატებულ ადამიანებად გვევლინებიან. თუ ეს თვისებები უკიდურესად იქნა გამოხატული, მაშინ ქვეითდება განსჯის უნარი, ასეთ პირებს, შეუძლიათ, უკრიტიკო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებების მიღება. მათი ჩვეული მხიარულება ხშირად იცვლება გაღიზიანების პერიოდებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მიზნები არ ხორციელდება. წარსულში, ამ ჯგუფში შემავალ ზედმეტად კრიტიკულ და მოკამათე ადამიანებს ფსევდოკვერულანტებს უწოდებდნენ.