დერიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

დერიკი (დერიკ-ამწე) – ამწე, რომლის ირიბულა ბრუნავს ჰორიზონტალური ღერძის, ხოლო ჩარჩო – ვერტიკალური ღერძის გარშემო. არსებობს სტაციონალური და გადასაადგილებელი. გამოირჩევა დიდი ტვირთამწეობითა და მცირე წონით. ტვირთამწეობა მუდმივი აქვს ფართო დიაპაზონში და დამოკიდებული არ არის ისრის შვერის ზომაზე. კონსტრუქცია მარტივია და ექსპლუატაციაში საიმედო; მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოებს ასრულებს სწრაფად; ადვილად თავსდება შეზღუდული ფართობის სამშენებლო მოედანზე. ლითონის კონსტრუქციებისაგან დამზადებული დერიკ-ამწეს ძირითადი ელემენტებია: კოშკი, ისარი, ორი დგარი-ირიბა, საბრუნი პლატფორმა, ტვირთის ასაწევი მექანიზმი, ტვირთის ჩასაბმელი მოწყობილობა და ბაგირები, აგრეთვე დამხმარე მოწყობილობები ამწის ისრის ასაწევად და ამწის მოსაბრუნებლად. დერიკი გამოიყენება კარიერებზე, სამთო მრეწველობაში, ხიდების დასამონტაჟებლად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები