დესანტსაწინააღმდეგო ღობურების გადალახვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დესანტსაწინააღმდეგო ღობურების გადალახვა - სადესანტო ხომალდების და დესანტის გადასასხმელი საშუალებების ორგანიზებული გავლა გადასხმის პუნქტებისაკენ ღობურებში. საზღვაო დესანტის გადასხმისათვის ბრძოლის საწყისი ფაზა.
წყალზე განღობვას ახორციელებენ მტრალავი ხომალდებით და გემებზე (კატარღებზე) და ვერტმფრენებზე მყოფი განღობვის გუნდების ძალებით, ზონრიანი (წაგრძელებული) მუხტების, ღობურების ნაწილ-ნაწილ დაშლისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების მუხტების აფეთქების გზით. ნაპირზე არსებულ ღობურებს დესანტი გადალახავს იმ ხერხებით, რომლებსაც სახმელეთო ჯარები იყენებენ.