დეტონაცია (აფეთქება)
დეტონაცია − (ფრანგელი détoner – აფეთქება < ლათინური detono ვგრგვინავ)
1. ასაფეთქებელი ნივთიერებების ქიმიური გარდაქმნის პროცესი, რომელიც მასზე ვრცელდება ზებგერითი სიჩქარის მქონე (9000 მ/წმ-მდე მკვრივ და თხევად ასაფეთქებელ ნივთიერებებში და 4000 მ/წმ-მდე აიროვანში) დეტონაციური ტალღით და თან ახლავს ენერგიისგან გათავისუფლება.
დეტონაციის დროს უეცრად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მაღალი წნევის მქონე აირები (მაგალითად, ტროტილისთვის დაახლოებით 20 გეგაპასკალი), რომელთა გაფართოების შედეგად ხდება აფეთქება.
2. სათბობის ნარევის სწრაფი, აფეთქებასთან მიახლოებული წვის პროცესი ნაპერწკლით ანთების შიდა წვის დგუშიან ძრავებში (10-20 მ/წ ნორმის ნაცვლად აღწევს 1500-2500 მ/წმ).
დეტონაცია ნარევში ორგანული მინარევების კრიტიკული კონცენტრაციის დაგროვებისას წარმოიქმნება. დეტონაციის შემცირების მიზნით საწვავში ანტიდეტონატორებს ამატებენ (მაგალითად, ტეტრაეთილოტყვიას).