დეტონირებადი თასმა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დეტონირებადი თასმა - ინიციაციის საშუალება, რომელიც გამოიყენება ასაფეთქებელი მუხტის დეტონირების გამოსაწვევად. წარმოადგენს ფხვნილისებრი ბრიზანტული (საარტილერიო ჭურვი) ასაფეთქებელი ნივთიერებით (5-6 მმ. დიამეტრის 1 მ. თასმაში მოთავსებულია 10-13 გრ. ასაფეთქებელი ნივთიერება) შევსებულ ელასტიკურ მილაკს. გამოიყენება მუხტების ჯგუფის ასაფეთქებლად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017