დეფექტი (სამედიცინო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეფექტი - (defect), ნებისმიერი ფსიქიკური ფუნქციის (მაგ., კოგნიტიური დეფექტი), ფსიქიკური შესაძლებლობების ზოგადი განვითარების (ფსიქიკური დეფექტი) ან პიროვნების თავისებურების განმსაზღვრელი – აზროვნების, მგრძნობელობის, ქცევის დომინანტური პატერნის სტაბილური, შეუქცევადი გაუარესება. დეფექტი ნებისმიერ ამ სფეროში შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.

დეფექტის დამახასიათებელი მდგომარეობა, რომელიც ვარირებს ინტელექტუალური და ემოციური ენერგიის დაქვეითებიდან და ერთგვარი ექსტრავაგანტური ქვევიდან, ვიდრე აუტისტური შემოფარგლულობისა და ემოციური სიჩლუნგის მდგომარეობამდე, Kraepelin-ის (1856-1926) და Eugen Bleuler-ის (1857–1939) მიერ განიხილებოდა როგორც მხოლოდ შიზოფრენიული პროცესის გამოსავალი, განსხვავებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზისაგან.





წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები