დვალიშვილი ემანუელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ემანუელ დვალიშვილი – 1927 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986), საქართველოს დამსახურებული ექიმი „საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1999), დაიბადა სოფელ სულორში (ვანის რაიონი), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1953), მუშაობს მედიცინის თეორიულსა და პრაქტიკულ საკითხებზე, იკვლევს მედიცინის ფილოსოფიურ პრობლემებს. მედიცინა, მისი აზრით, სამყაროს უნივერსალური კანონზომიერების ცოდნას უნდა ემყარებოდეს, სხვაგვარად მისი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია. მან შეისწავლა აგრეთვე ბიოენერგოინფორმაციის მართვისა და თვითმართვის კანონზომიერება, ასაბუთებს ბიოლოგიურისა და სოციალურის ერთიანობას ადამიანის ორგანიხმში, რაც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს სამედიცინო დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობას, გარეგან სამყაროს, რომლის შემადგენელ ნაწილს ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა აქვს პიროვნების თავისებურებათა ჩამოყალიბების პროცესში, რაც განსაკუთრებით სოციალურ სფეროში გამოვლინდება. ბიოლოგიური და სოციალური თავისებურებების ურთიერთკავშირი განაპირობებს ინდივიდის ევოლუციის პროცესს. ამასთანავე, ავტორის აზრით, ბიოლოგიური პროცესების ურთიერთგანპირობებულობა სოციალური კანონმდებლობის ერთ-ერთი საფუშველი უნდა გახდეს, რაც საზოგადოების ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

ე. დვალიშვილის თეორიული კვლევისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ძირითად სფეროს მაინც მედიცინა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართულსა და რუსულ ენებზე. არის სამედიცინო დარგის ორგანისატორი და გამოკვლევის მრავალი ახალი მეთოდის დამნერგავი ლიკანის (ბორჯომის), მისდამი დაქვემდებარებულ სანატორიუმში.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები