დვალური ფხალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დვალური ფხალი — მთაში, ალპურ ზონაში ყოფნის პერიოდში დვალურასაგან მომზადებული კერძი, მხალეულობა. მას წვნიანის სახით ამზადებდნენ. საერთოდ, დვალურა მთის ტყიური ფხალი იყო, რომლისგანაც სხვადასხვა კერძი კეთდებოდა.
დვალურას ფხალი შემდეგი წესით მზადდებოდა: დვალურას ფოთლებს ქვაბში ჩაყრიდნენ, რძეს დაასხამდნენ და მოხარშავდნენ, შემდეგ სიმინდის ფქვილს ჩაყრიდნენ და მოურევდნენ. ბოლოს გამდნარ ერბოს დაასხამდნენ.
ლიტერატურა
აბაშიძე, კომახიძე, 1998:133.