დვირი (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დვირი – სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრისა და დვირულის შესართავთან, ზღვის დონიდან 860-940 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ მანძილზე, საკრებულოს ცენტრი. მოსახლეობის რიცხოვნობა – 937. მათი უმრავლესობა (98 %) ქართველია (2002).
სოფლის მახლობლად, მთის კალთაზე შემორჩენილია ციხის ნანგრევები (XIII-XIV სს.). სოფელში დგას რამდენიმე ეკლესია: მთავარანგელოზის დარბაზული (გადაკ. XIX ს.) სოფლის ცენტრში, ნაგებია თლილი ქვით, კვირაცხოვლის ეკლესია (სასაფლაოზე), საკვირიკეს სამნავიანიეკლესია (შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, დაზიანებულია)