დიატონიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიატონიკა - ბერძნ. diatonikos, ერთი ტონიდან მეორეში გარდამავალი ბგერათა თანამიმდევრული შვიდსაფეხურიანი მწკრივი, რომელიც შედგება მთელი ტონებისა და ნახევარტონებისაგან.
დიატონური კილო არ შეიცავს ალტერაციის მეშვეობით შეცვლილ საფეხურებს. დიატონიკას მიეკუთვნებიან მაჟორისა და მინორის 8 – საფეხურიანი კილოები, ხალხური მუსიკის 7 საფეხურიანი კილოები, ჰექსაქორდი, პენტატონიკური კილოები. დიატონიკა უპირისპირდება ქრომატიზმს. განასხვავებენ დიატონურ (სი-დო) და ქრომატულ (ფა-ფა-დიეზ) ნახევარტონებს. დიატონური გამა – კილოს ძირითადი (უცვლელი) საფეხურების თანმიმდევრობაა.
დიატონიკის მრავალფეროვანი ფორმები წარმოადგენენ დასავლეთ ევროპული და რუსული ხალხური სასიმღერო ხელოვნებას, აგრეთვე პროფესიული ევროპული მუსიკის საფუძველს.