დიდაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Дыдай) – ავდრის მფარველი ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში (წარმოდგენილია ბოროტი და მახინჯი დედაბრის სახით). სარი-ბუღა დუდეჲსა და ყიზილ-ბუღა დუდეჲს (გვალვის მფარველი სულის) დედა:

ო, დიდაჲ, ო, დიდაჲ!
პირველი შენი ვაჟი სარი-ბუღა დუდეჲა,
უმცროსი კი – ყიზილ-ბუღა დუდეჲ,
ო, დიდაჲ,
ო, დიდაჲ, დიდაჲ!
დე, შენი მინდვრები უწყლოდ დარჩეს,
დე, შენი სათიბი დაისეტყვოს,
დე, ჭინჭარმა იხაროს
შენი სახლის კართან, ჭიშკართან,
დე, ქოლერა გაგიხეთქოს მუცელი!
შენ იცი, როგორ დაგწყევლეთ,
ხედავ, შენი უკანასკნელი (სამსხვერპლო) ღვეზელი
(დევს) კერიის ქვაზე,
კერიის ქვებზე,
იცი, რაც შენთვისაა განკუთვნილი,
აიღე და წადი!
ავადმყოფებს თავი დაანებე, წადი,
თუ არ წახვალ, უსარგებლოვ,
ვიპოვი შენთვის ბაფაჲს ქვებს,
და შენს კუთვნილ შესაწირსაც
არ მოგცემ!

მოცემულ ლოცვაში დიდაჲსთან ერთად ნახსენებია მფარველი ბაფაჲ, რომლის ფუნქცია ერთ-ერთი შელოცვის ტექსტის მიხედ ვით დგინდება. ცივი ქარებისგან და სეტყვისგან ყანების დასაცავად წარმოთქვამდნენ შესალოც ტექსტს, რომელიც სეტყვის მფარველ ფაფაჲს მიემართება:

დიდაის უხეშო ვაჟებო,
ფაფაჲს ყინულის ქვებო,
ნუ ურტყამთ ყანებს,
ნუ გვაზიანებთ,
ურტყით მთის ქედს,
ისიც ყინულოვანია და თქვენც,
დაარტყით და გახეთქეთ იგი!

მიიჩნევდა რა ეპიდემიებს ქარის მოტანილად, ხალხი დიდაჲს წყევლიდა:

ო, დიდაჲ, დიდაჲ!
დე, სახლი დაენგრეს დიდაჲს,
დე, კერიის ყელიდან მოთქმა ისმოდეს,
დე, მისიკერა თოვლმა დაფაროს,
დე, მისი სათიბი დაისეტყვოს,
დე, მისი ჯეჯილი წითელმა ხარმა (ე. ი. ცეცხლმა) შეჭამოს,
დე, დუდაჲ მოგვშორდეს!


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Древние верования балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1991;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები