დიდასკალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიდასკალიები-დან)
დიდასკალია – (ძვ. ბერძ. Ϫιδασκαλία მეცნიერება, ინსტრუქცია) – ძველ საბერძნეთში დრამატულ ხელოვნებაში შეჯიბრებების და თეატრალური დადგმების ოქმები; წარწერები მარმარილოს ფილებზე. დიდასკალიებში შეტანილი იყო დრამატურგების და პროტაგონისტების (პირველი მსახიობი) სახელები, დადგმული პიესების სახელწოდებანი და შეჯიბრებათა შედეგები. ზოგიერთმა ამონაწერმა დიდასკალიებიდან, განხორციელებულმა არისტოტელეს და ელინისტური ეპოქის სხვა სწავლულების მიერ, ჩვენამდე მოაღწია ტრაგედიების და კომედიების ხელნაწერებში, შესავალ ნაწილებში და სქოლიოებში. ამ ამონაწერებს და ასევე დიდასკალიებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ანტიკური დრამის და თეატრალური ხელოვნების შესწავლისათვის.