დიდაქტიკური პოეზია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდაქტიკური პოეზია – (ბერძ. დიდაქტიკოს –- ჭკუის მასწავლებელი) – დამრიგებლობითი პოეზია. დიდაქტიკა პედაგოგიკის ნაწილია, წარმოადგენს სწავლების თეორიას, მოძღვრებას ზნეობრივი სწავლების პრინციპების, მეთოდისა და ორგანიზაციული ფორმების შესახებ. ამის ანალოგიურად, დიდაქტიკური პოეზია დამრიგებლობითი ხასიათისაა, სადაც ცალკეული მეცნიერული დებულებები, მორალის წესები, ფილოსოფიური აზრები, პედაგოგიური შეგონებანი და ა. შ. გადმოცემულია მკითხველისათვის ადვილად ასათვისებელი ფორმით.

ქართული დიდაქტიკური პოეზიის საუკეთესო ნიმუშებია: დავით გურამიშვილის „სწავლა-მოსწავლეთა“, არჩილის „საქართველოს ზნეობანი“ და სხვ.


წყარო

ლიტერატურის თეორიის მცირე ლექსიკონი ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები