დიდი აბული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი აბული, (აბული) – მწვერვალი სამსრის ქედზე (უმაღლესი მწვერვალი), ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 3301 მ სიმაღლეზე, ჯავახეთ-სომხეთის მთიანეთის უმაღლესი მწვერვალი საქართველოს ფარგლებში. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები. ჩამქრალი ვულკანია, თუმცა სიძველის გამო ვულკანურ კონუსს ფორმა აქვს შეცვლილი, ხოლო ზედა ნაწილში – მობრტყელებულია. კალთებზე მიმოფანტულია კარკალები. შემოსილია უმთავრესად ალპური მდელოებით.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები