დიდი ლოტოვკა (ალუბლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი ლოტოვკა

დიდი ლოტოვკა(Grosse lange Lothkirshe); სინონიმები: საგვიანო ლოტოვკა, ჩრდილოეთის გრიოტი

დიდი ლოტოვკა ალუბლის ძველი ევროპული ჯიშია; უკვე XVII საუკუნეში გავრცელებული იყო საფრანგეთში. ალუბლის ამ საუკეთესო ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. ამერიკასა და ევროპაში ეს ჯიში წარმოადგენს ერთ-ერთ საგვიანო ალუბლის სამრეწველო სტანდარტულ ჯიშს, რომლის პროდუქცია უმთავრესად საკონსერვო ქარხნების მიერ არის გამოყენებული.

საქართველოს რაიონებში ეს ჯიში, როგორც სხვა ევროპული ჯიშებიც, ნაკლებად არის გავრცელებული, მაგრამ თავისი კარგი სამეურნეო თვისებების გამო პერსპექტიულ ჯიშად უნდა ჩაითვალოს.

გვიანი სიმწიფის პერიოდი, კარგი ხარისხის ნაყოფი, უხვი მოსავლიანობა – შეადგენენ ამ ჯიშის დადებით მხარეებს.

ხე ადრე შედის მოსავლიანობაში. ნაყოფი ხეზე ერთდროულად არ მწიფდება, რის გამოც მისი ნაყოფის დაკრეფა უნდა მოხდეს თანდათანობით. ხე ინვითარებს განიერ ტოტებდაშვებულ ვარჯს. ყვავილობა გვიანი პერიოდისა აქვს.

ნაყოფი მსხვილია, მოგრძო ოვალური ფორმის. ყუნწი გრძელი და წვრილი აქვს.

ნაყოფის ხორცი მუქი წითელია, ნაზი, ძალიან წვნიანი, მომჟავო გემოსი. მხოლოდ კარგად დამწიფებული ნაყოფის გემრიელი, მომჟავო–ტკბილი. წვენი შეღებილი აქვს. კურკა პატარაა, ოვალური ფორმის.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები