დიდი პამაჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი პამაჯი – სოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, პამაჯის საკრებულოში, ახალციხის ქვაბულში, ზღვის დონიდან 1120-1210 მ სიმაღლეზე, ქ. ახალციხიდან 11 კმ მანძილზე. მიდამოები უტყეოა. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.