დიდი სამსარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი სამსარი – სოფელი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბარალეთის საკრებულოში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1975-2030 მ სიმაღლეებზე, ქ. ახალქალაქიდან 29 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მიდამოები უტყეოა. XX საუკუნის შუა წლებში აქ გააშენეს ხელოვნური ფიჭვნარები. ამ ადგილს მერენიის ტყე უწოდეს. მოსახლეობის რიცხოვნობა – 379. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002).