დიდი ფლეიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიდი ფლეიტა – ერთ-ერთი უძველესი ჩასაბერი საკრავი. ცნობილია მისი 2 ძირითადი სახეობა: სიგრძივი და განივი. წარმოადგენს ხის ან ლითონის მილს ცილინდრული ან კონუსური არხით.
დიდი ფლეიტა ცნობილი იყო უკვე ანტიკურ სამყაროში. ყველაზე უფრო არქაული იყო სიგრძივი ფლეიტა, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა ხმარებიდან. ამჟამად ყველგან გამოიყენება განიავი ფლეიტა. ძველად ეს იყო ხალხური საკრავი. თანამედროვე ფლეიტა უფრო ხშირად ლითონისაა, ვიდრე ხისა.