დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი წერეთის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთით 42 კილომეტრში, ტანას მარჯვენა შენაკადის მდჯნარე თხინალას ხეობაში მდებარე სოფელ დიდი წერეთის ცენტრში. თარიღდება XIV-XV საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია. (12,5X7,5 მ), გარე კედლები ნაგებია თლილი ქვით, შიგა – ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები - თლილი შირიმით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი. გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთის კედელში – ორი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია; ცენტრში დგას სწორკუთხა ვიწრო სატრაპეზო ქვა. კედლები მოხატული ყოფილა. (ჩანს საღებავის კვალი).

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები