დიმიტრი უზნაძის ქუჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიმიტრი უზნაძის ქუჩა – ქუჩა თბილისში

1. ისანი-სამგორის რაიონი (ნავთლუღი); ნავთლუღის დასახლების V ქუჩიდან მთის ფერდობამდე. ნავთლუღის დასახლების IV ქუჩას დ. უზნაძის სახელი ეწოდა 1983 წელს.

2. ძველი თბილისის რაიონი (ძველი კუკია); ზაარბრიუკენის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპირომდე.

წარმოიქმნა XIX საუკუნის 20-იან წლებში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გერმანელი მოახალშენეების დასახლების შემდეგ და თავდაპირველად სანაპირო ქუჩა ერქვა. ამ სახელითაა შეტანილი 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში. ვორონცოვის (ახლანდელი ჩუღურეთის) ხიდის აშენების შემდეგ ქუჩას ეწოდა ვორონცოვის სანაპირო – ამ სახელით აღნიშნულია ქალაქის 1876 წლის გეგმაზე. 1899 ქუჩას მიენიჭა დიდი მთავრის ნიკოლოზ მიხეილის ძის სახელი და დაერქეა დიდი მთავრის ქუჩა. 1922 წელს კამოს, ხოლო 1990 წელს დ. უზნაძის სახელი ეწოდა. ქუჩის სამხრეთ-დასავლეთით განლაგებული იყო სამხერხაოები. მტკვრის ნაპირთან კი წისქვილები, რომელთაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე მოაღწიეს. იმ ადგილას, სადაც გერმანელი ვეტცელის მიერ 1865 წელს დაარსებული ლუდის ქარხანა იყო, ამჟამად მუშაობს ლუდის საწარმო „ყაზბეგი 1881“. ქუჩაზეა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (ყოფილი „გაერთიანებული ქართული ბანკი“), სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგის სახელობის კარდიოლოგიური საავადმყოფო, ე. წითლანაძის სახელობის რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ა. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, მ. შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია. შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები დგას ა. ალადაშვილის ბიუსტი (მოქანდაკე ო. მელიქიშვილი).


წყარო

ენციკლოპედია: თბილისი ქუჩები, გამზირები, მოედნები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები