დინამიკა (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დინამიკა - (ბერძნ. dynamikos – ძალა), ჟღერადობის სიძლიერის გრადაციათა (ელფერთა) ერთობლიობა მუსიკალურ ნაწარმოებებში.

ჟღერის სიძლიერის ძირითადი გრადაციებია: pianი (ნოტებში შემოკლებით – p) ხმადაბლა და forte (f) ხმამაღლა, piano-ზე დაბალი ჟღერადობისა pianissimo (pp) ძალიან ხმადაბლა piano-pianissimo ppp მეტისმეტად ხმადაბლა და ა. შ. forte-ზე უფრო მაღალი ჟღერადობისა (ხმის გაძლიერებისაკენ), fortissimo (ff) ძალიან ხმამაღლა, მეტისმეტად ხმამაღლა და ა. შ. იხმარება აგრეთვე აღნიშვნები: mezzo piano (mp) ზომიერად ხმადაბლა და mezzo-forte (mf) ზომიერად ხმამაღლა. ბგერის თანდათანობით გაძლიერებას ეწოდება crescendo, თანდათანობით შესუსტებას diminuendo ან decrescendo.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები