დიორიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიორიტი

დიორიტი − (ბერძ. diorízein გარჩევა, განსხვავება; გამოყოფა < diá გავლით, გარდიგარდმო, განივ, შუა, შორის; horízein განსაზღვრა; დადგენა, გამოვლენა; შეკვრა; ზღვარის დადება)

  1. ნაცრისფერი სრულკრისტალური (SiO2-ის შემცველობით 55-65%) საშუალო სიმჟავიანობის მაგმური ინტრუზიული ქანი. ნაკლებადაა გავრცელებული და გვხვდება გრანიტოიდულ ინტრუზიებში უბნების სახით, ზოგჯერ ქმნის შტოკს, დაიკს, ლაკოლითსა და სხვა. დიორიტის საბადოები ცნობილია დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფინეთში, შვედეთში, რუმინეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, აშშ-ში. ის ძვირფასი საშენი და მოსაპირკეთებელი მასალაა. მისგან ამზადებენ სხვადასხვაგვარი სახეობის საგზაო ქვას. ზოგი დიორიტი მდიდარია ფერადი ელფერით, კარგად კრიალდება. ძველ ეგვიპტესა და მესოპოტამიაში იყენებდნენ როგორც ქანდაკების მასალას, რადგანაც მაგარი, მტკიცე და სინათლეგაუმტარი დიორიტი ექვემდებარება ზოგად დამუშავებას. გავრცელებულია საქართველოშიც. აღსანიშნავია წიფის კვარციანი დიორიტის საბადო, რომლის აქტიური მარაგი 800 ათას მ 3 -ს აჭარბებს;
  2. სიღრმიდან ამონთხეული ქანი, ძვირფასი საშენი მასალა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები