დისკინეზია მოგვიანებითი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისკინეზია მოგვიანებითი - (dyskinesia, tardive) ნევროლოგიური სინდრომი, ჩვეულებრივ აღმოცენდება ნეიროლეფსიური პრეპარატების ხანგრძლივი მიღების შემდეგ; ვლინდება ენის, ტუჩების, პირის, ტორსის პათოლოგიური, უნებლიე, შენელებული და არაზუსტი მოძრაობებით, ასევე აღინიშნება კიდურების ქორეოათეტოიდური მოძრაობები. ყველაზე ხშირია პერიორალური დისკინეზიები: ენის ტრიალი და გამოყოფა, ღეჭვითი მოძრაობები, ტუჩების მოჭმუხვნა საყოველთაოდ აღიარებული ეფექტური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ მსუბუქი შემთხვევების 50-90%-ში და მძიმე შემთხვევათა 5-40%-ში რემისია სპონტანურად დგება.



წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები