დისკონტირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისკონტირება - (discounting), კაპიტალურ თანხაზე სარგებლის განაკვეთის დამატება. ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება მომავალში გადასახდელი თანხის დღევანდელი ეკვივალენტის დასადგენად. მომავალი თანხის ამჟამინდელი ღირებულება განისაზღვრება დისკონტის კოეფიციენტის დახმარებით, რომელიც სარგებლის ნორმისა და დისკონტირების პერიოდზეა დამოკიდებული.