დისმორფოფობია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისმორფოფობია - (F22.8, F45.2), (dysmorphophobia), ტერმინი შემოტანილია Morselli-ს მიერ (1886) ისეთი მდგომარეობის აღსაწერად, რომლისთვისაც დამახასიათებელია სიმახინჯის ან ფიზიკური დეფექტის არსებობის სუბიექტური განცდა, რომელიც, პაციენტის აზრით, შესამჩნევია ირგვლივ მყოფებისათვის. ამასთან, პაციენტს ნორმალური გარეგნობა აქვს. შედარებით ადვილად შესაძლოა განვითარდეს იმ საზოგადოებებში, სადაც მიმზიდველობასა და გარეგნობის მიმღებლობას სხვა ფასეულობათა შორის. მაღალი ადგილი უჭირავს. სინდრომი შეიძლება შეგვხვდეს ობსესიების, დეპრესიის, თავის ტვინის ორგანული დაავადებების, ფსიქოზების დროს. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების ხასიათზე.