დისპარეუნია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისპარეუნია - ეს ტერმინი აღნიშნავს ტკივილის შეგრძნებას სექსუალური აქტის დროს. ასეთ ტკივილს ბევრი მიზეზი აქვს. ტკივილი, რომელიც პენისის ნაწილობრივ პენეტრაციას მოჰყვება, შეიძლება ვაგინას არასაკმარისი ლუბრიკაციის შედეგი იყოს. სხვა მიზეზებია ქსოვილის დაზიანება ან ვაგინიზმით გამოწვეული კუნთოვანი სპაზმი. ტკივილი ღრმა პენეტრაციის შემდეგ გამოწვეულია მენჯის პათოლოგიით (მაგ., ენდომეტრიოზით), საკვერცხის კისტითა და სიმსივნით ან მენჯის ინფექციით. ის, ასევე, შეიძლება იყოს გამოწვეული არასაკმარისი ლუბრიკაციით, რომელიც დაბალ სექსუალურ აგზნებასთანაა დაკავშირებული.


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები