დისტონია გამოწვეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისტონია გამოწვეული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით - (dystonia, drugindused), მწვავე დისტონიური რეაქცია ანტიფსიქოზურ პრეპარატზე, განვითარებული მისი მიღებიდან 48 სთ-ში. ხასიათდება უნებლიე კუნთოვანი შეკუმშვებით, ძირითადად თავისა და კისრის არეებში (მაგ., გრიმასები, ოპისტოტონუსი), თუმცა, შეიძლება მოიცვას ტორსის და კიდურების კუნთებიც.