დისციპლინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დისციპლინა — (ლათ.Disciplina), ამ სიტყვას აქვს ორი მნიშვნელობა:
- მტკიცედ დადგენილი მოქცევის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ამა თუ იმ საზოგადოების (კლასი, კოლექტივი, სკოლა, თემი, ჯგუფი და სხვა) ყველა წევრისათვის. აქედან იწარმოება სიტყვები: დისციპლინური, დისციპლინარული, სადისციპლინო, უდისციპლინო და ა. შ.
- რაიმე მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი; სასწავლო საგანი (მაგ: საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი ან მათემატიკური დისციპლინები).