დისციპლინური პრაქტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დისციპლინური პრაქტიკა - შეიარაღებული ძალებში მიღებული წახალისებისა და დასჯის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო დისციპლინის განმტკიცებასა და სამხედრო საქმიანობის სტიმულირებას. იგი ეფუძნება კანონიერების პრინციპებს, სამხედრო ნაწილში (ქვედანაყოფში) რეალურ მდგომარეობას, სამხედრო ფიცისა და წესდებების მოთხოვნათა ზუსტად დაცვას.

დისციპლინური ზემოქმედების ზომების გამოყენება შესაბამისობაშია ნაწილში (ქვედანაყოფში) სამხედრო დისციპლინის სისტემატურ ანალიზთან და ამის საფუძველზე მისი განმტკიცების ზომების შემუშავებასთან დისციპლინური პრაქტიკის აღრიცხვა წარმოებს ყველა ქვედანაყოფში, ნაწილში, დაწესებულებაში და ორგანიზაციაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები