დიუპენის ინდიკატრისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიუპენის ინდიკატრისა – ბრტყელი წირი, რომელიც თვალსაჩინო წარმოდგენას გვაძლევს ზედაპირის სიმრუდის შესახებ მის აღებულ წერტილში.
დიუპენის ინდიკატრისა მოთავსებულია ზედაპირისადმი აღებულ P წერტილში გამავალ მხებ სიბრტყეში და წარმოადგენს იმ მონაკვეთების ბოლო წერტილების გეომეტრიულ ადგილს, რომლებიც გადაზომილნი არიან P წერტილიდან მხებ სიბრტყეში ℓ მიმართულებაზე; თითოეული მონაკვეთის სიგრძეა 1/√K, სადაც K არის იმავე წერტილში ზედაპირის ნორმალური კვეთის სიმრუდე.
დიუპენის ინდიკატრისას ხშირად უწოდებენ ზედაპირის სიმრუდის ინდიკატრისას P წერტილში.
დიუპენის ინდიკატრისა ეწოდება ფრანგი ინჟინერისა და მათემატიკოსის შარლ დიუპენის პატივსაცემად, რომელმაც პირველმა გამოიყენა ეს წირი ზედაპირის შესასწავლად.