დიფუზიური შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიფუზიური შედუღება − შედუღების სახეობა, როცა შედუღება ხორციელდება დიფუზიის (მაღალი ტემპერატურის პირობებში შესადუღებელი ელემენტების ატომების ურთიერთშერევა) მეშვეობით. შედუღება მიმდინარეობს ვაკუუმ-კამერაში ტემპერატურით 800°C-მდე. შესაძლებელია ვაკუუმის ნაცვლად გამოვიყენოთ ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან დამცავი გარემოც. დიფუზიური შედუღება მოსახერხებელია შეერთებების განსახორციელებლად სხვადასხვა ლითონისაგან, რომლებიც განსხვავდება ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით (მაგ., ფენოვანი კონსტრუქციები, კომპოზიტური მასალები და სხვ.).