დოდეკაედრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დოდეკაედრი (ბერძ. δωδεκα – „თორმეტი“ და εδρα – „ფუძე“) – თორმეტწახნაგა.
მათემატიკაში ჩვეულებრივ იხილავენ წესიერ დოდეკაედრს – წესიერ თორმეტწახნაგას. წესიერ დოდეკაედრს აქვს 12 წესიერი ხუთკუთხა წახნაგი, 30 წიბო, 20 წვერო. თითოეულ წვეროში თავს იყრის 3 წიბო. ყოველ წესიერ დოდეკაედრში შეიძლება ჩაიწეროს სფერო და შეიძლება მასზე შემოიწეროს სფერო. თუ დოდეკაედრის წიბოს სიგრძეა a, მაშინ მისი მოცულობა
- V=1/4 · a3 (15+7 √3) ≈ 7,6631 a3.
დოდეკაედრი უკვე ცნობილი იყო პითაგორელებისათვის. იგი პირველად ააგო თეეტეტმა (IV ს. ჩვ. წ. აღ-მდე).