დოლიძე მამუკა
მამუკა დოლიძე – 1948 – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1997), საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1985). დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1972), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობს მეცნიერების ფილოსოფიისა და ესთეტიკის პრობლემებზე, გამოქვეყნებული აქვს წიგნი და სამეცნიერო სტატიები, სადაც მ. დოლიძემ მოახდინა ბორის დამატებითობის პრინციპის ექსტრაპოლაცია მხატვრულ შემოქმედებაში. მეცნიერული მუშაობის პარალელურად ეწევა სამწერლო მოღვაწეობას, უკანასკნელ წლებში მუშაობს ფენომენოლოგიის პრობლემებზე. მ. დოლიძე ავტორია ოთხი პროზაული კრებულისა. მისი პიესის – „მდგმურების“ მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1990 წელი, რეჟისორი დავით ჯანელიძე).
თხზულებები
- „დამატებითობის პრინციპის ზოგიერთი ფილოსოფიური ასპექტი“ (თბილისი, 1989).