დოლიძე ნინო (1976)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დოლიძე ნინო – (1976), მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1998 წელს დაამთავრა თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ამჟამად არაბისტიკის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორია. აკადემიურ საქმიანობასთან ერთად მხატვრული თარგმანითაც არის დაკავებული – თარგმნის არაბული და ინგლისური ენებიდან.
- ნიზარ კაბანი
- ნუთუ შენ მართლა გესმის ქალების?!
- (ფრაგმენტი) თარგმნა ნინო დოლიძემ
- 1
- შემიყვარე, როგორიც ვარ სინამდვილეში
- კოსმეტიკური საშუალებების გარეშე..
- შემიყვარე სულ მარტივად, თავისთავად
- ზუსტად ისე, როგორც გიყვარს ყვავილები
- მინდვრებში, ვარსკვლავები ზეცაში...
- სცენა, სადაც ბოლო მოდას წარვადგენთ,
- მოდას უცხოს და ყველაზე უცნაურს..
- ის ხომ მზეა, ჩვენს გულებს რომ ანათებს
- მაღლა სვლაა, კეთილშობილებაა, თილისმაა,
- დიდი საჩუქარია..
- თუკი მართლა რამე გესმის ქალების,
- მზე მოძებნე, მე რომ ჩემში ავანთე.
- 2
- შემიყვარე მთელი შენი გულწრფელობით,
- ბავშვურობით შემიყვარე,
- ყველა იმ ლამაზი გრძნობით, რაც კი ადამიანშია.
- შემიყვარე ველად გაჭრილ იმ ქურციკად,
- ველურ ძალმომრეობას რომ გაჰქცევია
- და იმ ლექსად შემიყვარე,
- ჯერ რომ არ დაუწერიათ..
- შემიყვარე ღრუბლის ზღურბლზე
- გაშენებულ ლამაზ ბაღად
- იმ წალკოტად, არავის რომ არ უნახავს.