დოლუხანოვი კონსტანტინე
კონსტანტინე ბეგლარის-ძე დოლუხანოვი – (24.10.1871-02.11.1958), სომეხი გენერალ-მაიორი (25.05.1918).
დაიბადა ტფილისში. საერთო განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურში შევიდა 1890 წელს. დაამთავრა კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი სანქტპეტერბურგში.
1891 წლიდან მსახურობდა ყარსის ციხის არტილერიაში.
1912 წელს დაინიშნა 31-ე საარტილერიო ბრიგადის I ბატარეის მეთაურად.
1912-1916 წლებში მსახურობდა 19-ე საარტილერიო ბრიგადის მე-6 ბატარეის მეთაურად.
მონაწილეობდა 1914-1918 წლების პირველ მსოფლიო ომში.
1916 წლის 1 იანვარს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. მთელი ომის დროს მეთაურობდა 49-ე ცალკეულ მძიმე საარტილერიო დივიზიონს.
1919 წლიდან მონაწილეობდა „თეთრ მოძრაობაში“, მსახურობდა „მოხალისეთა არმიის“ შტაბში.
1920 წელს წავიდა ემიგრაციაში, ცხოვრობდა და გარდაიცვალა იუგოსლავიაში.
საბრძოლო დამსახურებისათვის დაჯილდოებული იყო წმ.გიორგის IV ხარ. ორდენით (13.01.1915) და გიორგის ოქროს იარაღით (11.12.1916).