დოლჩე ლოდოვიკო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლოდოვიკო დოლჩე – (იტალ. Lodovico Dolce, 1508-1568), იტალიელი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი.
აღორძინების ეპოქის შესატყვისად თარგმნა და გადაამუშავა ევრიპიდეს და სენეკას ტრაგედიები. კონტამინაციის ხერხით შექმნა ტრაგედიები: „დიდონა“, „მარიანა“; კომედიები: „კაპიტანი“, „ფაბრიცია“, „ქმარი“.